„ჩვენ გვინდა ცივილური საუბრის დაწყება პოლიტიკოსებს შორის” – იაგო ხვიჩია

“ჩვენ ვართ ყველაზე არაკონფლიქტური, მშვიდობიანი პარტია, რომელსაც არ უნდა არც ქუჩის გამოსვლები, არც რევოლუცია, არც შუა აზიისკენ წასვლა”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩს“ პოლიტიკოსებს შორის ცივილური საუბრის დაწყება სურს.

„ჩვენ გვინდა ცივილური საუბრის დაწყება პოლიტიკოსებს შორის, მაგრამ მართლა ლაპარაკის დაწყება და ის კი არა, სიტყვით რომ გამოდიან. მართლა თუ საუბარს ვიწყებთ და სერიოზულად ვართ განწყობილი სასაუბროდ ერთმანეთის მიმართ, მაშინ პირობების დაყენებას უბრალოდ შინაარსი არ გააჩნია. ოღონდ სერიოზულობა არის ჩემთვის კრიტერიუმი და ის არანაკლები კრიტერიუმია, ვიდრე სხვა რამ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები