“გრიგოლის განმარტება თავსებადია საერთო პოზიციასთან” – გიგი უგულავა

“ჩვენ ვიხილეთ ბატონი გრიგოლის განმარტებაც, რომელიც ამ შემთხვევაში სრულად თავსებადია საერთო პოზიციასთან, ისევე როგორც მისი პარტიის პოზიციასთნ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

ამასთან, გიგი უგულავა ამბობს, რომ ერთსულოვანია პოლიტიკური ოპოზიციის პოზიცია, რომ დღევანდელ პარლამენტში მონაწილეობა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას.

„პოლიტიკური ოპოზიციის, მათი, ვინც გაყალბებული ციფრებით ფორმალურად გადალახა ბარიერი, პოზიცია არის ერთსულოვანი, ისევე როგორც გარეთ დარჩენილების პოზიცია არის აბსოლუტურად ერთსულოვანი, დღევანდელ პარლამენტში, ამ სიყალბეში მონაწილეობა არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, არამედ ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. მეტიც, ნიშნავს პირდაპირ კომპარტიაში შესვლას „ქართული ოცნების“ გავლით.

ამიტომ რაც უნდა გვერდითი განცხადებები არსებობდეს, მით უმეტეს, როცა ეს განცხადება განიმარტა, ეს პოზიცია არის უცვლელი, ამ პოზციას ჩვენ ყველა ერთად ვახმოვანებთ, დღეს კიდევ დამატებით გავაჟღერეთ. შემიძლია, 100 პროცენტით გითხრათ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ მე ამ თვალსაზრისით პრობლემას ვერ ვხედავ, ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი, მშვიდობიანი ქუჩის პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. რაც შეეხება დიალოგს, დიალოგი ვერ იარსებებს იმ პირობებში, როცა მეორე ხელით გიჭერენ და გაშანტაჟებენ, დიალოგი ვერ არსებობს, თუ არსებობენ პოლიტპატიმრები. ამიტომ სიტუაციის რადიკალიზაცია, ნებისმიერ ასეთ სცენარზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ხელისუფლებას და პირადად ივანიშვილს, მის რეჟიმს. მან უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, მან უნდა გადადგას ნაბიჯი საერთაშორისო, ჩვენს ფასილიტატორებთან ერთად დიალოგის დაწყების, ოღონდ ისევ ვიმეროებ, ეს დიალოგი ჩვენთვის არ და ვერ იქნება მხოლოდ დიალოგი, ეს შეიძლება იყოს ხელახალ რჩევნებზე ახალი ადმინისტრაციით საუბარი“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ.

მსგავსი თემები