ოპოზიციის ნაწილი ე.წ. კომენდანტის საათს არ ემორჩილება

30 წუთში,  22:00 საათზე, ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდება. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ნაწილი და მათი მხარდამჭერები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები, დაშლას არ აპირებენ და ქუჩაში რჩებიან.

„ბიძინას კომენდანტის საათი“ სკანდირებენ აქციის მონაწილეები და მზაობას აცხადებენ, არსებული რეგულაციები დაარღვიონ.

„ვაპირებ, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას, იმიტომ რომ ეს არის როდიონოვ ივანიშვილის გადაწყვეტილება. ვაპირებ, რომ არ დავემორჩილო მას არანაირი კავშირი ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან არ აქვს “კომენდანტის საათს”. 10 საათის მერეც იგივე საფრთხეა. ეს არის იმისთვის, რომ აქციებზე არ იაროს ხალხმა“ – აცხადებს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიიდან გამომდინარეს, 22:00 საათიდან, ქვეყანაში გადაადგილება შეზღუდულია.   

მსგავსი თემები