პარლამენტის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დასაწყებად ემზადებიან.

პარლამენტთან სიტყვით გამომსვლელთათვის მოეწყო სცენა და დგას დასარტყამი ინსტრუმენტებიც, სავარაუდოდ დღეს მუსიკალური ნომრებიც იქნება.

აქციის მხარდამჭერები ადგილზე ოპოზიციის ლიდერების მოსვლას ელოდებიან.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა იმართება.

მსგავსი თემები