“წყლის ჭავლი გამოყენებული იყო აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე” – შსს

“წყლის ჭავლი გამოყენებული იყო იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართ საფრთხე,” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ ჟურნალისტს განუცხადა.

მისი თქმით, წყლის ჭავლი გამოიყენეს მხოლოდ აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკო-ს შენობაში შეჭრას.

„წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართ საფრთხე. იმის განსაზღვრა, სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო რთული, თუმცა დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა. წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა მხოლოდ იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ შეჭრას ცესკო-ს შენობაში“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

მსგავსი თემები