ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციის გამართვისთვის ემზადება. ისინი უნდობლობას უცხადებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ.
ოპოზიციის ლიდერებმა 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი, სადაც ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე თითოეული მათგანი უარს ამბობს.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყება.