“ეს არჩევნები ჯერ არ დასრულებულა” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედიის მიერ გამოცხადებული ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების პროგნოზი არ აღიარა.

„ყველამ ვიცით, თუ რატომ ჩქარობს ჯო ბაიდენი გამარჯვებულად თავის წარმოჩენას, რატომ ცდილობენ მისი მოკავშირე მედიასაშუალებები მისთვის დახმარების გაწევას: მათ არ სურთ სიმართლის გამჟღავნება. ჯო ბაიდენი ოფიციალურად გამარჯვებულად არც ერთ შტატში არ გამოცხადებულა. უბრალო ფაქტი ის არის, რომ ეს არჩევნები ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან.

მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.

მსგავსი თემები