მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან დაკავშირებით მეუფე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

მიტროპოლიტი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ კორონავირუსის სიმპტომებიდან ძირითადად ყნოსვისა და გემოს დაკარგვა აქვს.

“თავს ვგრძნობ ჩვეულებრივად. არავითარი ნიშნები იმისა, რომ დავსუსტდი, ძალა არ მაქვს, მოტივაცია აღარ მაქვს ცხოვრების, თუ საქმის კეთების, ეს ასე არ არის. ზუსტად ისე ვაკეთებ ჩემს საქმეს, როგორც აქამდე. მე სანამ დამიდასტურდებოდა დაავადება, ზუსტად ვიცოდი, რომ ავად ვიყავი. ჩემს შემთხვევაში პირველი სიმპტომი იყო ის, რომ გაციება დამეწყო, შემდეგ გემო დავკარგე და ყნოსვა,” – აცხადებს მიტროპოლიტი.

მეუფე ნიკოლზი საზოგადოებას ურჩევს, რომ სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფეხით სიარული და მოძრაობა.

“მე ყოველ საღამოს დავდივარ. ექიმმა მითხრა სპორტული დატვირთვები არ არის სწორი მაგრამ სიარული არის აუცილებელიო.ამ დაავადებას თან დაჰყვება სახსრების ტკივილი, რაც მეც მქონდა. ასევე, ეს დაავადება ამძაფრებს სისხლის შედედებას და ესაა საშიშროება თრომბის წარმოშობის და სიარული რომ სისხლი არ შედედდეს, ყოფილა ძალიან კარგი. არ დაგეზაროთ ვარჯიში და მოძრაობა, ეს აუცილებელია,” – საუბრობს მიტროპოლიტიკი ნიკოლოზი თავის ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები