ზუგდიდში, საოლქო კომისიასთან ოპოზიცია აქციისთვის ემზადება

  •  

ამ წუთებში, საოლქო კომისიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რომლებიც საოლქო კომისიის შენობის მიმდებარედ დგანან.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი აქტივისტები კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

„მივალთ მირანდა მესხის კაბინეტთან და მოვთხოვთ მას პასუხს იმ გაყალბებებზე, რაც მან ჩაიდინა და რამაც ძირეულად შეცვალა შედეგები. ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს მირანდა მესხს და ამ ხელისუფლებას იმ გაყალბებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს“ – აცხადებს  “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ბათლომე შელია.

მსგავსი თემები