“კახა კალაძეს, ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში” – ბექა დავითულიანი

“კახა კალაძეს ნამდვილად ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა ბექა დავითულიანმა განცხადა და საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გამოთქმას – „ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთ“ – კახა კალაძე ამართლებს.

„ალეკო ელისაშვილის ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ კახა კალაძეს ნამდვილად ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში, იმიტომ რომ კახა კალაძის ფეხებმა ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ალეკო ელისაშვილის თავში იბადება ასეთი მდარე კომენტარები, რომლითაც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ღვაწმოსილ სპორტსმენებს – ფეხბურთელებს“, – განაცხადა დავითულიანმა.

მსგავსი თემები