“ხალხმრავალი აქციები, ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას” – თამარ გაბუნია

“ხალხმრავალი აქციები არის დიდი რისკი და ამგვარი შეკრებები ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას,” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ თავი გაართვას კორონავირუსის სერიოზულ გამოწვევას.

„შემთხვევების მატება იწვევს დიდ ზეწოლას როგორც ჰოსპიტალურ, ასევე ამბულატორიულ ქსელზე. არ უნდა დაგვავიწყდეს პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც ძალიან შესუსტებულია ბოლო პერიოდში, მითუმეტეს ხალხმრავალი აქციების ფონზე. ამგვარი შეკრებები არის დიდი რისკი, პირდაპირ ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას. ასე, რომ პირბადე ერთადერთი საშუალებაა, რომელიც გაგვაჩნია ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ამდენად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ფონი არის დაძაბული და პროგნოზულად შემთხვევების მატება ამგვარ პირობებში, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები