„125 ადამიანიდან, ვინც საქართველში ავად გახდა, ყოველი 125-ე დაიღუპა“ – პაატა იმნაძე  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე დაიღუპა, თუ სწორად არ ვიმოქმედებთ.

„კიდევ უფრო მეტი დაიღუპება, მე გითხარით ციფრები. ეს ციფრები, სამწუხაროდ, ასეთია მთელ მსოფლიოში. თუ, ჩვენ, რამენაირად არ შევაჩერებთ ამ დაავადების ფართო გავრცელებას, უარესი შედეგი გვექნება. 125 ადამიანიდან, ვინც საქართველოში ავად გახდა, ყოველი 125-ე დაიღუპა“ – ეს განცხადება პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.      

მისივე თქით, შეზღუდვები პოლიტიკასთან არ უნდა იგივდებოდეს.  

„ჩვენ ვართ ისეთ პერიოდში, როდესაც ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად. ამ დროს ყველაფერი ისე კეთდება, რომ აღქმაშიც არ იყოს, რომ ეს არის პოლიტიკურთან რაიმე კავშირში. ამ გზით უნდა ვიაროთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ მკაცრი შეზღუდვები დავაწესოთ. დანის პირზე გვიწევს სიარული, შეზღუდვები იყოს ისე, რომ თან ქვეყანაში ეკონომიკა ფუნქციონირებდეს. იმედია, ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს იმასაც, რომ ეს არის რეალობა“ – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები