“ოპოზიციას ტემპერატურის აწევის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნია” – დავით მათიკაშვილი

“დაუმორჩილებლობის სურათის შექმნა, ეკონომიკური სირთულეების გამოწვევა და ავადმყოფობის გავრცელების სურვილი” – ასე აფასებენ უმრავლესობის წევრები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა მათივე დაბალი რეიტინგით იყო განპირობებული.

ამასთანავე “ქართულ ოცნებაში”, აღნიშნავენ, რომ უმცირესობის ერთადერთ რესურსს – ქვეყანაში არსებული სიტუაციის დაძაბვა წარმოადგენს.

“საზოგადოების მზაობა იმისათვის, რათა არ მოხდეს ქვეყანაში უბედურება, რასაკვირველია გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ზოგიერთ თავგაცხელბულ პოლიტიკოსს ჰგონია. დაუმორჩილებლობის სურათის შექმნა, ეკონომიკური სირთულეების გამოწვევა და ავადმყოფობის გავრცელების ამოცანა დგას ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგში,”- განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

“ოპოზიცის დესტრუქციული ქმედებების შესახებ არჩევნებამდე ბევრად ადრე ვეუბნეოდით საზოგადოებას, რადგან ნათელი იყო, რომ ასეთ ნაბიჯებს ოპოზიცია აუცილებლად გადადგამდა იმ რეიტინგიდან გამომდინარე, რაც მათ მანამდეც გააჩნდათ, რაც თავისივე ეგზიტპოლებმა აჩვენეს. სიტუაციის დაძაბვის და ტემპერატურის აწევის გარდა მათ სხვა რესურსი არ გააჩნიათ,” – აღნიშნა “ქართული ოცნების” წევრმა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““ოპოზიციას ტემპერატურის აწევის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნია” – დავით მათიკაშვილი”

  1. ბესო

    არაფრისმაქნისები არიან ნამდვილად

Comments are closed.