აქცია მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან

  •  

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები აქციას მართავენ.

“ევროპული საქართველოს” წევრის გოკა გაბაშვილის თქმით,  მათი შეკრების მიზეზი არის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ხორციელდება მანიპულაციები.

„ვითხოვდით, რომ გადათვლილიყო, რათა გვენახა, რეალურად რამდენი ბიულეტენია. განუხილველად მივიღეთ უარი. დღეს უკვე სხვა პარტიების სარჩელებია, სადაც ასევე შალვა შავგულიძის სარჩელები არის დაყენებული და ერთობრლივად ვაპირებთ, რომ პასუხები მივიღოთ. ჩვენ მოთხოვნაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ალბათ, ეს უტიფრობის მწვერვალია“,-განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება.

„სინამდვილეში არჩევნები აქვთ წაგებული, ქართველმა ხალხმა ნება გამოხატა ცვლილებებისკენ. ამ მანიპულაციებითა და გაყალბებით, იმ მამაძაღლობით, რასაც ხელი მოკიდეს, ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ. საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება. ქართველი ხალხი არჩევნების გაყალბებას არავის შეარჩენს. იქნება ის პროცესი, რომლის ბოლოს აუცილებლად დარჩებიან დამარცხებულები“,-განაცხადა გაბაშვილმა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია ზვიად კუპრავა.

მსგავსი თემები