აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ისნის მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ინციდენტი მოხდა

ისნის მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ინციდენტი მოხდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დიარონმა საოლქო კომისიიდან აბრა ჩამოხსნა და დაბლა დააგდო, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

ლაშა დიარონის განცხადებით, კომისიას არ აქვს უფლება, შენობაზე ჰქონდეს აბრა, რადგან იგი არჩევნების შედეგებს აყალბებს.

ამასთან, კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობდა, მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ შეტანილი საჩივრების. ორგანიზაციის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე შესვლა მოითხოვა, თუმცა, ის არ შეუშვეს.

მსგავსი თემები