ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ დეტალებს, რომელი საქმის ფარგლებში იმყოფება ირაკლი კობახიძე გამოკითხვაზე და რა შეკითხვები აქვს მასთან გამოძიებას. თუმცა, არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ არჩევნების წინ გაკეთებ განცხადებას დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ.

მსგავსი თემები