“ქვეყანას ჰყავს ეფექტიანი მთავრობა” – მაია ცქიტიშვილი

“გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს, ის სახლში აგრძელებს მკურნალობას და ყოველ წუთიერ რეჟიმში არის ჩართული ყველა მართვის პროცესში,” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი პირადად ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს სხდომასაც, რომელიც ონლაინ რეჟიმში გადავიდა.

„მთავრობა მუშაობს ჩვეულ რეჟიმში მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად რთული პოსტარჩევნების ვითარებისა, ქვეყანას ჰყავს ეფექტიანი მთავრობა, რომელსაც ერთდროულად როგორც პანდემიის, ასევე ეკონომიკის ფრონტზე ბრძოლა უწევს და ახლა ამას დაემატა არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება პანდემიის პირობების გათვალისწინებით.

ჩვენთვის ძალიან რთულია პანდემიის პირობებში იმ დესტრუქციული პროცესების ხილვა, რასაც ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ, როდესაც ყოველგვარი წესების დაცვით ხდება ერთგვარი პროტესტის გამოხატა. ახლა მთავარი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანდაცვის სისტემის დაცვა და ამასთან ერთად ეს ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა და გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება.

ვნახეთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი, რომელსაც აბსოლუტურად უსიმპტომოდ ჰქონდა ვირუსი, მთელი ამ დღეების განმავლობაში სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა და ეს ყველაფერი არ შეიძლება არ აისახოს ინფიცირებულთა რაოდენობაზე და უკვე გამოჩნდა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების სწრაფი ზრდა გვაქვს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები