„ჩვენი კვლევებით უნდ გვქონოდა 20 – 30%“ – გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით, ლავირებს 20 – დან 30 პროცენტამდე, ჩვენ გადალახული გვაქვს 5, 6, და 7 % – იანი ბარიერები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ განაცხადა.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ გაყალბების პროცესი, არჩევნებამდე გაცილებით ადრე დაიწყო.

ლომიას მიაჩნია, პოლიტიკურ ბრძოლას აზრი ახლა უკვე მხოლოდ გარედან აქვს:

„2018 წელს გამოვიყვანეთ უამრავი ხალხი თავისუფლების მოედანზე, 50 000 კაცამდე და პარტია, რომლესაც ამდენ ხალხს გამოიყვანს, მხოლოდ 50 000 კაცი აძლევს ხმას? იმ იდეოლოგიის ხალხი, ვინც ჩვენ გვიჭერდა მხარს ვერცერთ სხვა პარტიას ვერ დაუჭერდა.

გაყალბებაა დაშინებაც, მხოლოდ ბიულეტენების ყრა არაა გაყალბება, რასაც ადგილი ჰქონდა, ეს ყველაფერი იქნება დამუშავებული და ფილმის სახით გამოვა.

ჩემთვის წარმოუდგენელია მმართველი გუნდი ასე წყნარად რატომ გრძნობს თავს , ხალხი არ პატიობს ასეთ შეურაცხყოფას არცერთ ხელისუფალს,“ – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები