საოლქო კომისიებთან დაპირისპირებისას დაშავებული სამი პირიდან 2 კლინიკიდან გაწერეს

საოლქო კომისიებთან დაპირისპირებისას დაშავებულებიდან 2 მათგანი კლინიკიდან უკვე გაწერეს. წუხანდელ აქციებზე 3 ადამიანი დაშავდა. აქტივისტები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ორი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქად შეფასდა და ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 პირი, მისი გაწერა დღის მეორე ნახევარში იგეგმება.

“მივიღეთ ორი მამაკაცი, 18 წლის და 45 წლის. ჩაუტარდათ ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა, ნევროლოგის მეთვალყურეობა მიმდინარეობდა, ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არანაირი პათოლოგია არ გამოუვლინდათ. ერთ-ერთმა მამაკაცმა უკვე დატოვა კლინიკა,“ – აცხადებს ექიმი. 

მსგავსი თემები