„ვინც პირველი შევა პარლამენტში და ვინც „გაუპრავებს“ ხელისუფლებას ამ არჩევნებს ის იქნება „ოცნების“ სატელიტი – „პატრიოტთა ალიანსის“ – ლიდერი „მედიაცენტრ მთავარში“

„ისტორიას არ ახსოვს, საპარლამენტო პარტიას, რომელსაც სტრუქტურა გააჩნია ნული ხმა გაეტანოს უბნიდან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ განაცხადა.

ლომაია თვლის, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციის პროტესტს უერთდება, თუმცა მისივე განმარტებით პარტიას საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვს:

„ვინც პირველი შევა პარლამენტში და ვინც „გაუპრავებს“ ხელისუფლებას ამ არჩევნებს ის იქნება „ოცნების“ სატელიტი და აღმოჩნდება, რომ თავის დროზე ის პოლიტიკური ძალა სწორედ ამ მომენტისთვის შეიქმნა.

 „პატრიოტთა ალიანსი“ არ გაურბის პასუხისმგებლობას, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პროცესი ისე უნდა წარიმართოს ისე, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს დისკომფორტი ეს უნდა გავაკეთოთ, საჭიროა სიების გამოწვევა, რამდენად იქნება მტკიცე იქნება პარტიების პოზიცია, დავინახავთ.

ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები, ჩვენ ვთვლით და არა მხოლოდ ვთვლით, ვამტკიცებთ, რომ არჩევნები გაყალბდა, მოვაგროვეთ მასალა, სადაც თქვენ ნახავთ, რომ უბნებზე, სადაც კომისიის წევრები და დამკვირვებლები გვყავდა იმ უბნებიდან ნული ხმა გამოტანა „პატრიოტთა ალიანსმა“ ისტორიას არ ახსოვს, საპარლამენტო პარტიას, რომელსაც სტრუქტურა გააჩნია ნული ხმა გაეტანოს უბნიდან, ხალხი კითხულობს ჩემი ხმა სად წავიდაო, გადათვლა, რომ დაიწყო ერთ – ერთი უბნის 19 ხმა აღმოგვაჩნდა.

ყველა პარტია გამოხატავს თავის პროტესტს და პრეტენზიებს, ოღონდ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ყოველთვის ჩვენი გზა გვქონდა, ვინაიდან ბრძოლამ გადაინაცვლა ქუჩაში, ჩვენც გამოვალთ ქუჩაში.

ქუთაისიდან ვიწყებთ აქციებს, 9 – ში ვატარებთ ქუთაისში და გა ვაგრძელებთ პერმანენტულად.“ – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავრში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები