საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 401-მდე გაიზარდა.

კერძოდ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით თბილისში – 10, აჭარაში – 2 , იმერეთში – 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი გარდაიცვალა.

მისივე ინფორმაცით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 49 218-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 289 პაციენტი და საერთო რაოდენობა 33 459-ს შეადგენს.

მსგავსი თემები