ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  •  

ბათუმში, იქ სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შენობის შუშის ფასადი ჩაიმსხვრა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.  

საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლას ითხოვენ. სამართალდამცველები მატ შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ, რადგან ეს მათი კომპეტენცია არ არის.

საპროტესტო აქციაზე, შეხლა-შემოხლისას შენობის შუშის ფასადი ჩამოიშალა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.  

შეგახსენებთ, რომ ბათუმის პარალელურად, საპროტესტო აქციები თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს ყველგან მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.   

მსგავსი თემები