აქციის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საოლქო კომისიის შენობებთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა – ცესკოში განმარტეს, რომ საოლქო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირების სია შეზღუდულია : 

“გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლებამოსილების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის 1 წარმომადგენელს, ასევე, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 1 ადგილობრივ დამკვირვებელს, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 2 საერთაშორისო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად და აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. 

შესაბამისად, მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ მოვლენებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამჭვირვალობას და საზოგადოებისთვის ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდებას,” – აღნიშნავენ ცესკოში. 

მსგავსი თემები