„მონებო“, „გამყალბებლებო,“ „ქურდებო“ – საოლქო კომისიასთან ტომრით კარტოფილი მიიტანეს, პროტესტი გრძელდება

ისნის, გლდანისა და ვაკის საოლქო საარჩევო კომისიასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის გაწევ-გამოწევა და ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები, წარმომადგენლები და აქტივისტები სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები კი მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ ძლებენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ რომ იმ სხდომას, სადაც მათი საარჩევნო ხმების საკითხი იხილება, თავადაც უნდა ესწრებოდნენ, თუმცა, ამის საშუალებას არ აძლევენ.

„მე ვარ მოქმედი დეპუტატი და მაქვს უფლება დავესწრო სხდომას, მაგრამ არ მაძლევენ საშუალებას“ – აცხადებს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე.

„სხდომაზე ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს და ჩვენი კანონიერი უფლებაა, საჩივრების განხილვას დავესწროთ“ – აცხადებს „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე.

„გამყიდველები“, „გამყალბებლები“, „ყველანი ციხეში“ –  სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ისანში, სამგორსა და ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან იდენტური ვითარებაა.  

აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, ადგილზე ტომრით კარტოფილი მიიტანეს და ადგილზე დაყარეს.

ადგილზე იმყოფებიან ხატია დეკანოიძე, ლანა გალდავაც, აქცია “სტატეგია აღმაშენებლისა” და “ლელოს” აქტივისტები.

“გადაწყვიტეს რომ ჩვენი საჩივრები არ განიხილონ ასეთი მითითება აქვთ ისანში არსებულ გაყალბებაზე. ყველა უბანზე აკლია ბიულეტენები. გამყალბებლებო, მოიპარეს საქართველოს არჩევანი. მაინც დავიცავთ ამ არჩევნებს, მაინც ჩატარდება ახალი არჩევნები და მაინც ჩამოიშლება ბიძინა ივანიშვილი“- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი თემები