„ოპოზიციას ფეხებზე გვკიდია მანდატები“ – საბურთალოზე საოლქო კომისიასთან დაპირისპირებაა

ამ წუთებში, საბურთალოზე საოლქო კომისიასთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ.

კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა იწყება, პარტია “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილს, ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ქურდებო“, „ოპოზიციას ფეხებზე გვკიდია მანდატები“ – სკანირებენ აქციის მონაწილეები.

ალეკო ელისაშვილი კომისიაში შესვლას ითხოვს: „არ მოვეშვები ამათ, ესენი არიან ქურდები,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

აქციაზე მივიდა ლევან ხაბეიშვილიც: “ვისგან იცავთ ადმინისტრაციულ შენობას, კრიმინალი ვარ და არ მიშვებთ? სად არის ბადრი ესაბუა?”, – მიმართა სამართალდამცავებს ლევან ხაბეიშვილმა.

კომისიის შენობასთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

მსგავსი თემები