„ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე,  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება.

„ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა  და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, უკვე დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე არ იქნება“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარე ჯილდოს იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც არსებული ბარიერი გადალახეს და პარლამენტში მოხვდნენ, შეთანხება გააფორმეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.  

მსგავსი თემები