მცხეთაში მეორე ტური გაიმართება

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ინფორმაციით, მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მისივე თქმით, მცხეთაში, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომამ ქსნის ციხეში მაჟორიტარული ნაწილი შედეგები გააუქმა.

„იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ციხეში მაჟორიტარული ნაწილი შედეგების გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონაცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური გაიმართოს მცხეთაში.  წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება, რადგან მაჟორიტარული შედეგი ამ უბანში, რომელიც იყო დახლოებით 600-მდე ხმა, არასწორად იყო გაცემული ბიულეტენები, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთვნოდათ სპეც.სიაში მყოფ ამომრჩევლებს. საოლქო საარჩევნო კომისიამ გააბათილა ეს შედეგი, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. მივყვებით სამართლებრივად ყველა პროცესს“,- განაცხადა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთა-ყაზბეგი-დუშეთისა და თიანეთის ოლქში პირველ ადგილზე გავიდა “ქართული ოცნების” კანდიდატი შალვა კერესელიძე, ხოლო მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი.

მსგავსი თემები