გლდანის ციხეში გიორგი რურუა გამოიკითხა

გლდანის ციხეში გიორგი რურუა გამოიკითხა. სამართალდამცველებს კითხვები იარაღის უკანონო ტარებაში მსჯავრდებულთან ორი დღის წინ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ჰქონდათ. გამოკითხვის პროცესს ადვოკატი დაესწრო. 

დიმიტრი საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ ის პატიმრები, რომლებმაც რურუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ხელისუფლების დავალებას ასრულებდნენ. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი რურუას, რომელიც ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა ბრალდებულმა. გავრცელდა მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალაც.

“ბუნებრივია, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმა. ხელისუფლებას ამ საკითხთან მიმართებაში არ მგონია, რომ რაიმე ეფექტური ზომების მიღების სურვილი ჰქონდეს. თავდამსხმელები მოქმედებდნენ უბრალოდ ხელისუფლების დავალების შესასრულებლად და მეტი არაფერი,” – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მსგავსი თემები