ოპოზიციის პროტესტს „თავისუფალი დემოკრატებიც“ უერთდებიან

„ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევანი მოპარა. პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები” უერთდება საერთო ოპოზიციურ პროტესტს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადების და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის შესახებ“ – აცხადებს პარტიის თავმჯდომარე თამარ კენკაძე.

მისი განმარტებით, ქართულმა ოცნებამ არჩევნების გაყალბების ყველა ხერხი გამოიყენა. საქართველოში გაყალბება არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს, მთლიანად საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოყენებული იქნა ამომრჩეველზე ზეწოლის, ძალადობის, ხმების მოსყიდვის მრავალფეროვანი მეთოდები.

„თავისუფალი დემოკრატები“ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს და საერთო ოპოზიციური ფორმატის ფარგლებში მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, რათა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის არჩევანი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და „თავისუფალი დემოკრატები“-ს გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო ყველას ვინც პანდემიის მიუხედავად მოვიდა არჩევნებზე. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ჩვენს გუნდს გამოუცხადა ნდობა. „თავისუფალი დემოკრატები“ ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ – აცხადებს კენკაძე.  

მსგავსი თემები