“პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს, მაგრამ კეთილი ვინებოთ და დავიცვათ ყველა წესი” – ამირან გამყრელიძე აქციებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აქციაზე მყოფ პირებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეკომენდაციები დაიცვან. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ძალიან კარგია რომ ჩვენ გავხადეთ მანდატორული პირბადის ტარება, იმ აქციებზე, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დავიცვათ ყველა ის წესი . ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება, ვირუსისთვის ერთი და იგივეა ყველა , ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს და გააჩერებს ამ ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ და დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არსებობს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები