პროკურატურა ნიკა მელიას თავისუფლების სანაცვლოდ 100 000 ლარს ითხოვს

გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკანორ მელიასთვის პატიმრობის ნაცვლად 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, დეპუტატს ასევე  ასევე უნდა აეკრძალოს საზღვრის გადაკვეთა.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკანორ მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკანორ მელიასთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ნიკანორ მელიამ პენიტენციური დაწესებულების მიერ გაკეთებული სამაჯური საჯაროდ მოიხსნა და მომიტინგეებში ისროლა. მელია აცხადებს, რომ სამაჯურს არ შეიბამს.

სასამართლო სხდომა დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი თემები