„გირჩი“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

„კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა, ამიტომ „გირჩიც“ უერთდება ამ ბოიკოტს“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა, ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ჩვენთან შეთანხმებაზე, უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ბოიკოტს უცხადებენ, „გირჩიც“ უერთდება ამ ბოიკოტს“, – განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები