„სამედიცინო სისტემა თუ გადაიტვირთა ამას მოჰყვება “ლოქდაუნი” და მოგვიწევს სპორტული დარბაზების სამედიცინო ცენტრებად გადაკეთება“ – თემურ მიქელაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„1000 პაციენტი რომ დაწვება იქ იქნება ერთი ექიმი, ჰიგიენური ნორმების დაცვით თავიდან უნდა ავიცილოთ კოლაფსი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.

სპეციალისტი მთავარ რკომენდაციად, ისევ ჰიგიენური ნორმების დაცვას ასახელებს:

„სამედიცინო სისტემა თუ გადაიტვირთა ამას მოჰყვება “ლოქდაუნი” და მოგვიწევს სპორტული დარბაზების საავადმყოფოებად გადაკეთება, სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არ უნდა შევქმნათ, რადგან 100ო პაციენტი თუ დაწვება იქ იქნება მხოლოდ ორი ექიმი, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია ისევ ჰიგიენური ნორმების დაცვაა,“ – განაცხადა მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მანვე ისაუბრა კორონავირუსი და სხვა რესპირატორული ვირუსების თანხვედრაზე და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც საქართველო სხვა ქვეყნების მაგალითის მიხედვით იხემლძღვანელებს:

„ჩვენ ჯერ ვირუსების თანხვედრა არ გვქონია, უნდა ვიხელმძღვანელოთ სხვა ქვეყნების მაგალითით, გრიპის სეზონში ჯერ არ შევსულვართ, ალბათ 15 დღეში ვიქნებით, თუმცა გვაქვს სხვა რესპირაციული ვირუსები. კორონავირუსის დიფერენცირება არის საკმაოდ ძნელი, ყველას შეიძლება ჰქონდეს იდენტური სიმპტომები, ძირითადად მაინც ყურადღებას ვაქცევთ გემოს და ყნოსვის დაკარგვას,“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების  შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის გამოყენება

მსგავსი თემები