სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, შეტაკებები ფრონტის ხაზის გასწვრივ სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედროებმა მოწინააღმდეგის რამდენიმე კოლონა აღმოაჩინეს და გაანადგურეს. სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ოფიციალურ ბაქოში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ ზანგილანის მიმართულებაზე თავდასხმა სცადა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და 30 ჯარისკაცი დაკარგა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

მსგავსი თემები