„აქტივისტები იყვნენ გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა“ – სადამკვირვებლო მისია

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ“ პირველი შემაჯამებელი განცხადება გააკეთა და იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რაც საარჩევნო უბნებთან დაფისირდა.

მისიის ხელმძღვანელის, ჯილიენ სტირკის შეფასებით, გამოხატვის თავისუფლების კუთხით პრობლემები არ არსებობდა, თუმცა, არსებობდა სხვა დამაშინებელი ფაქტორები.

„გვქონდა შეხვედრები როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე მასმედიასთან და  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.  ბევრი ბრალდება მოვისმინეთ, რომ სავარაუდოდ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა. ჩვენ არჩევნებს დავაკვირდით რამდენიმე უბანზე და შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა და ასევე იყო ბრალდება, რომ მკვეთრი გამიჯვნა არ ხდებოდა სახელმწიფოსა და პარტიას შორის და ნამდვილად დასანანია, რომ ეს ელემენტები არსებობდა, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლება ზოგადად დაცული იყო“, – აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

სადამკვირვებლო მისია, ამ წუთებში  პრესკონფერენციას მართავს.

მსგავსი თემები