სროლა დმანისში, დაჭრილია საკრებულოს დეპუტატი

დაახლოებით ნახევარი საათია უკან, დმანისში საკრებულოს დეპუტატი მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს. დაჭრილი ამ წუთებში დმანისიდან ბოლნისში გადაჰყავთ. ის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი და მხარდამჭერია. როგორც ოქრიაშვილი ამბობს, ეს იყო პოლიტიკური თავდასხმა.

„შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის უკან მოხდა. 2 ტყვიით არის ფეხში დაჭრილი. დმანისიდან გადმოჰყავთ ბოლნისში, რადგანაც იქ ქირურგის პრობლემაა.  სხვა არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკურ თავდასხმა. იმედია გადარჩება“ – განუცხადა ოქრიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

დმანისი საკრებულოს დეპუტატი ბარძაყის არეშია დაჭრილი.

მსგავსი თემები