„ქართულმა ოცნებამ“ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმათა 93%, მაზარ-ი-შარიფის უბანზე კი 84,7% მიიღო – თავდაცვის სამინისტრო

„ქართულმა ოცნებამ“ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმათა 93%, მაზარ-ი-შარიფის უბანზე კი, 84,7 %. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე №1 საარჩევნო უბანსა და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ №2 საარჩევნო უბნებზე მისცეს ხმა.

„საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართა. არჩევნების დასრულების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურად წარგზავნილმა ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელა კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები და ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი ელექტრონულად გაუგზავნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”. №1 – ბაგრამის საავიაციო ბაზა – 93% (697 ხმა); №2 – მაზარ-ი-შარიფი – 84,7 % (111 ხმა)“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი თემები