” 60% იყო აბსოლუტურად რეალური შედეგი, თუმცა ბოლო ორმა კვირამ გარკვეული ნეგატიური დინამიკა აჩვენა” – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ შესწავლილი გვქონდა არსებული მდგომარეობა და რეალურად იყო საკმაოდ რეალური პროგნოზი, რომ 60% მიგვეღო. თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა, დაახლოებით ბოლო ორმა კვირამ გარკვეული ნეგატიური დინამიკა აჩვენა, მათ შორის პანდემიამაც”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ შესწავლილი გვქონდა არსებული მდგომარეობა და იყო საკმაოდ რეალური პროგნოზი, რომ 60% მიგვეღო. თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა, დაახლოებით ბოლო ორმა კვირამ გარკვეული ნეგატიური დინამიკა აჩვენა, მათ შორის პანდემიამაც. ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა და პანდემიის ფონზე გაუარესდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაც ბუნებრივია ახდენდა გავლენას მხარდაჭერის დინამიკაზე. არჩევნები რომ თვენახევრის წინ ჩატარებულიყო, 60% იყო აბსოლუტურად რეალური“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები