დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ხატია ბუნიათიშვილი თბილისში დაუკრავს

​ფესტივალ „შემოდგომის თბილისია“ ფარგლებში 15 სექტემბერს, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ სცენაზე ერთმანეთს შეხვდებიან მსოფლიო ვარსკვლავი, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.​

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრში განუცხადეს, ​​მსოფლიოს მრავალი პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის ხშირი სტუმარი, სახელგანთქმული სიმფონიური ორკესტრებისა და დირიჟორების სასცენო პარტნიორი, SONY-ს ექსკლუზიური არტისტი ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაში წარდგება სერგეი რახმანინოვის კონცერტით ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N2. ხოლო ვახტანგ კახიძე შეასრულებს მოდესტ მუსორგსის საფორტეპიანო შედევრის „სურათები გამოფენიდან“ საორკესტრო ვარიანტს გაორკესტრებულს მორის რაველის მიერ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც კახიძის მუსიკალური ცენტრის სალაროში (მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი N123/125); ასევე ელექტრონულად: www.biletebi.ge

ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორია თბილისის მერია.

მსგავსი თემები