ეგზიტპოლით, ნაძალადევში მიხეილ ყაველაშვილი ლიდერობს

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით, ipsos საფრანგეთის მიერ ჩატარებული კვლევით, ნაძალადევში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი დაწინაურდა.

არსებული ეგზიტპოლით, მიხეილ ყაველაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 35% მოიპოვა, „ლეიბორისტმა“ შალვა ნათელაშვლმა კი 33%.

საუბარია გამოკითხვაზე, რომელიც ოფიციალურ ციფრებს არ ასახავს. აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ ბევრ უბანზე მეორე ტური შედგება, რადგან, კანდიდატებმა 50% ვერ გადალახეს. 

მსგავსი თემები