„მთავარის“ ეგზიტპოლით 41% მიიღო, ოპოზიციამ – 42%

საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარდა.

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 41%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა;  მეორე ადგილი დაიკავა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ -33%-ით, „ევროპულმა საქართველომ“ ხმების 5-% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ 4%. აღნიშნული კვლევა ipsos საფრანგეთმა ჩაატარა.

მსგავსი თემები