ოპოზიცია გამარჯვებას პარლამენტთან აღნიშნავს, „ოცნება“ პარტიის ოფისთან

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებიან. პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იკრიბებიან, მომზადებულია ასევე სცენა გამარჯვების აღსანიშნავად „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთანაც.

ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები 8 საათზე წინასწარი შედეგების მოსასმენად ემზადებიან.

პარლამენტის წინ, მობილიზებულია სამართალდამცავების მცირე რაოდენობაც.

მსგავსი თემები