“5 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა” – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, 5 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა.

“ამ დროის, 5 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 1 607530 ამომრჩეველი. ყველაზე მაღალი აქტივობა, ისევ მე-19 საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, სადაც აქტივობა იყო 57.3%, ყველაზე დაბალი აქტივობა კი ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა, რომელიც არის 41.9%,” – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა. 

მსგავსი თემები