“გაგახსენებთ 2016, 2017, 2018 წელს – ყოველთვის ხდებოდა ქარიშხალი ჭიქაში” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საარჩევნო დაძაბულობას “ქარიშხალს ჭიქაში” უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ მთლიანი საარჩევნო გარემოს შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

“გაგახსენებთ 2016, 2017, 2018 წელს – ყოველთვის ხდებოდა ქარიშხალი ჭიქაში, ამ შემთხვევაში ეს არის ქარიშხალი ტელევიზორში, მეტი არაფერი. წინა წლებში იგივე იყო, ახლა ცდილობენ იმავეს. ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, ამ შემთხვევაში ტელევიზორში, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, თუმცა ბუნებრივია ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება მთლიანობაში საარჩევნო გარემოს შეფასებაზე,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები