“შაშკინი გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა” – მამუკა მდინარაძე

“დიმიტრი შაშკინი დემონსტაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა – წარმოუდგენელი გოიმობაა”, ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციაში “სასოწარკვეთილების პიკია”

“დიდი კაბურით, წინ გამოსაჩენად პისტოლეტი დაიკიდო და მენტორული მიხვრა-მოხვრით გადაადგილდებოდე, .კახა ოქრიაშვილის შემდეგ ადასტურებს, რომ დიახ, ისიც იარაღით დადის. ეს სასოწარკვეთილების პიკია და გასაგებია, მაგრამ ეს არის მტკიცებულება იმისა, რაზეც ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვლაპარაკობდით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

მისივე თქმით, ბოლნისში დიმიტრი შაშკინთან ერთად, აღნიშნულ ქალაქში არარეგისტრირებული, არამცხოვრებელი ადამიანები გადაადგილდებიან.

მსგავსი თემები