მარნეულში მე-5 საარჩევნო უბანი ხმაურით გაიხსნა

მარნეულში ამ წუთებშიც ხმაურია. საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე იმყოფება  მარნეულის პოლიციის უფროსი რუსლან იოსელიანიც. მისი თქმით, სანამ პროცესში არ გაერკვევა, ვერაფერს იტყვის, თუ რა მოხდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ლაშა ქველაძის განცხადებით, ხმაური იმან გამოწვია, რომ  მათ დამკვირვებელს უფლება არ მისცეს, ამომრჩევლის რეგისტრაციას დაკვირვებოდა.

საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ სამართალდამცავები გამოიძახა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ანა ილურიძის განცხადებით, უბანზე ხმაური ჟურნალისტებმა შექმნეს, რადგან უბანში ბევრი ჟურნალისტი მივიდა.

მოგვიანებით, მარნეულის პოლიციის უფროსმა განცხადება გააკეთა, რომ  მე-5 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მისი განმარტებით, გამოძიება მუქარის ფაქტზე დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით, ცესკო-ში საჩივარი ჯერ არ შესულა.  

მსგავსი თემები