“აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დავუშვებთ” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ თვითგამორკვევა საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპია, თუმცა ის არ უნდა არღვევდეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შეცვლა ამ ქვეყნის ნებართვის გარეშე, დაუშვებელია. ახლაც ამ მიდგომას ვიზიარებ. არ დავუშვებთ სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. თუ ვინმეს სომხებისთვის მეორე სახელმწიფოს შექმნა სურს, თავისი ტერიტორია მისცენ და იქ შექმნან“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

მსგავსი თემები