„ოცნების“ ხელისუფლება ასევე ცდილობს კორონა ვირუსი მაქსიმალურად სათავისოდ გამოიყენოს“ – დავით ჭიჭინაძე

„ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ოპოზიციას დააბრალოს რადიკალიზმი და ამ დროს თვითონ იბარებენ  მუქარებით  ადამიანებს,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძის განცხადებით ხელისუფლება ამომრჩევლებს აშინებს სხვადასხვა მეთოდებით:

„პირადად  ჩემი საოლქოს წარმომადგენლის მამა დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ,  თუ მისი შვილი არ დატოვებდა  ჩემ საარჩევნო ოლქს.

 სწორედ  ეს არის ის ძალადობა, რომელსაც  ყოველდღიურად ახორციელებს „ოცნების“ ხელისუფლებ.

„ოცნების“ ხელისუფლება ასევე ცდილობს კორონა ვირუსი მაქსიმალურად სათავისოდ გამოიყენოს.

რა დააშავეს თუნდაც ჩვენი პარტიის მხარდამჭერებმა,  რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა უნდათ, „ოცნების“ ცესკო კი ამ უფლებას ართმევს?!  ე.წ. თავისიანებს კი, ვისაც ასევე უდასტურდებათ ვირუსი,  პირდაპირ ვაცხადებ, მალავენ! თანაც ისე, რომ მათ კონტაკტებსაც კი არ ახმოვანებენ!

მოკლედ, პარტიული ნიშნით და უსამართლოდ ხდება ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა ადამიანებისთვის,“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები