თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება.

ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს, მისივე ცნობით, თამაზ ხომასურიძეს ექსპერტიზა მისი შუამდგომლობის საფუძველზე უტარდება. ბასილაშვილის თქმითვე, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. თუმცა, ექსპერტიზის გამო, ის შესაძლოა, გადაიდოს.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, თამაზ ხომასურიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს კიდევ ერთი ბრალი დაემატა. სააგენტოს ცნობით, ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებიდან მალევე, ციხის რეჟიმის ინსპექტორს თავს დაესხა.

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან.

მსგავსი თემები