“კორონავირუსის გარკვეული სტაბილიზაციის პირველი ტენდენცია გამოჩნდა” – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის გარკვეული სტაბილიზაციის პირველი ტენდენცია გამოჩნდა, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ტენდენციის გამოჩენის მიუხედავად ჯერ სტაბილიზაციამდე შორია.

“კარგია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადაფარა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა, ეს პირველი ასეთი ტენდენცია გამოჩნდა გარკვეულად სტაბილიზაციისკენ, მაგრამ სტაბილიზაციამდე ძალიან შორს ვართ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ,

მსგავსი თემები